რომელი ინვესტორი ჩადებს ქვეყანაში ფულს, სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება - "ოცნების" დეპუტატი

15.07.21 13:11
რომელი ინვესტორი ჩადებს ქვეყანაში ფულს, სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება - "ოცნების" დეპუტატი

,,ამ მოვლენების, (5-6 ივლისის) შემდეგ დაიწყო ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-​საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში განაცხადა.ირაკლი კოვზანაძის თქმით, უცხოელები არ აპირებენ, ინვესტიცია ჩადონ იმ ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკები მაღალია. 

საკმარისია, აღინიშნოს, რომ ტურიზმი ჩვენთან კურსწარმომქნელი ფაქტორი გახდა, ხოლო მომსახურეობის სექტორს ჩვენი მშპ-ის 70%-ზე მეტი უკავია. რომელი უცხოელი ჩადებს ქვეყანაში, ფულს სადაც სიცოცხლის რისკები იქმნება, რომელი უცხოელი ჩამოვა სამუშაოდ, თუ აქ უცხოელებს სცემენ, რომელ ბიზნესკონტაქტებზე შეიძლება საუბარი, თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა.    პირველ რიგში ჩვენ - პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს განცდა აღსდგეს და იყოს ქვეყანაში. მსგავსი მოვლენები აღარ უნდა განმეორდეს. ამ დროს კი ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სასიცოცხლოდ გვჭირდება და მისი დეფიციტი გვაქვს. ძალიან კარგია, რომ პარლამენტში მოვა შსს მინისტრი და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა  - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე.