"ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს" - კობახიძე რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს ემუქრება
პრემიერი ამტკიცებს, რომ ხვალდ და ზეგ რუსული კანონის მოაწინააღმდეგეებს პარლამენტთან ძალადობრივი ქმედებები აქვთ დაგეგმილი. ირაკლი კობახიძე რეპრესზიებს ღიად აანონსებს და ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაგებს პასუხს.
გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიცის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს და დიდი ალბათობოთ, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება, - თქვა პრემიერმა.