"ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანადარტებით მოქმედებდნენ" - კობახიძის მადლობა პოლიციას
პრემიერმა სამართალდამცველებს, რომლებიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს უმოწყალოდ არბევდნენ, მადლობა გადაუხადა. ირაკლი კოაბხიძს მტკიცებით, პოლიცია გასული კვირეების განმავლობაში ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ.
სამართალდამცველებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულაიდ მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებითად ისინი სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანადარტებით მოქმედებდნენ, - განაცხადა კობახიძემ.