როცა აღარაფერი გაქვს დასაკარგი, აღარ გეშინია - თეა დარჩია
გეშინია მაშინ, როცა ბევრი რამ გაქვს დასაკარგი, მაგრამ როცა აღარაფერი გაქვს დასაკარგი, აღარ გეშინია, - ამის შესახებ ქორეოგრაფი თეა დარჩია საუბრობს. ხელოვანის თქმით, რუსული კანონის მირება ქართველისთვის თავისუფლების დაკარგვას ნიშნავს, რაც მისთვის სიცოცხლის წართევის ტოლფასია.
გეშინია მაშინ, როცა ბევრი რამ გაქვს დასაკარგი, მაგრამ როცა აღარაფერი გაქვს დასაკარგი, აღარ გეშინია. ამ კანონის მიღებით ჩვენ დავკარგავთ მთავარს - თავისუფლებას. თავისუფლების დაკარგვა ქართველისთვის ნიშნავს სიცოცხლის წართმევას. ზუსტად ეგ უნდა მტერს, რომ გაგვყოს და დაგვახოცინოს ერთმანეთი. ღმერთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ ქართველს ეს აღარ შეეშლება, იმიტომ, რომ ეს უკვე იყო 90-იანებში, უკვე ვნახეთ ჩვენ როგორ მუშაობს და ამ შეცდომას ჩვენ აღარ გავიმეორებთ, - ამბობს თეა დარჩია.
შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე მოქალაქეების შეკრება პარლამენტთან დღეს საღამოს, ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს.
13 მაისს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დილიდან რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვაა ჩანიშნული. პროტესტის მონაწილეებს სურთ, ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ და "ოცნების" დეპუტატებს საკუთარი ხმა კიდევ ერთხელ გააგონონ.