რუსული კანონის გაპატიოსნების თამაშში არ აგყვებით - პრეზიდენტი "ოცნებას"

12.05.24 18:28
რუსული კანონის გაპატიოსნების თამაშში არ აგყვებით - პრეზიდენტი "ოცნებას"

ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი, - ამ სიტყვებით მიმართა  საქართელოს პრეზიდენტმა "ქართულ ოცნებას", რომელმაც თქვა, რომ ვეტოს დადების შემდეგ მათ შესაძლოა, პოზიციები შეაჯერონ.

სალომე ზურაბიშვილმა მმართველ პარტიას პირდაპირ უთხრა, რომ თუკი კანონში შესწორბებეის შეტანა უნდათ, ახლავე შეიტანონ ან მისი ძალაში შესვლის ვადა გადაიტანონ.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ კანონი რუსულია და მასთან ერთად რუსულია ხელისუფლებაც, რომელმაც მისი მიღების გადაწყვეტილება მიიღო. 

უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო... გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი, სრულიად წარმოუდგენელია ნებისმიერი ცივილიზებულს ახელმწიფოში, პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს მორალატე ქვეყნის ჯარის წინაშე... და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ მოდით, ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ დაგიწერენ სხვები და წარმოგვიდგინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ...იფიქრეთ თქვენ ად იყავით. მე ნამადვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, რომ ხალხში დაუბნეულობა და გაუგებრობა შემოიტანონ.
გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას ან კიდევ უფრი მარტივი, თქვენ თვითონ ამ კანონის ძალაში შესვლის ვადა გადაიტანეთ 1 ნომებრისთვის. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს რაღაც კანონი. არა, ის არის რუსული, დარჩები რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად, - თქვა პრეზიდენტმა.  

 

მსგავსი სიახლეები