ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერას ცდილობთ - პაპუაშვილი კრიტიკულ ტეკლევიზიებს
„ქართული ოცნების“ ახალი სტრატეგია მწვავე კითხვებზე თავის ასარიდებლად - სახელისუფლებო გუნდის წევრი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ ბოიკოტი გუნდის გადაწყვეტილებაა. პაპუაშვილის თქმით, კრიტიკული ტელევიზიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ადამიანის სიკვდილით პოლიტიკური დივიდენდების დაწერას ცდილობენ.
ჩვენ კომენტარს არ გაძლევთ იქიდან გამომდინარე, რომ მიდის ახლა კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად ამორალური და ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერის მცდელობაა თქვენი ტელევიზიების ხელმძღვანელობის მხრიდან. კომენტარს არ გაძლევთ მანამ, სანამ ეს ტელევიზიების ხელმძღვანელები და მათ შორის, სახეები დაკავებულები არიან ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური დივიდენდების დაწერით, - ამბობს პაპუაშვილი.
მმართველი პარტიის წარმომადგენლები დღეიდან მხოლოდ იმ მედიასთან გააკეთებენ კომენტარს, რომელიც თავად მოსწონთ.