დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან - ზურა ჯაფარაიძე
დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
ზურა გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ 2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერად პირბადეების გარეშე
ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას)
მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი
პატრული ცხადია მოვიდა მას მერე რაც უკვე წასულები იყვნენ
ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო"- წერს პოლიტიკოსი.