"ეშინიათ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის" - გიორგი ვაშაძე ხელისუფლების ბოიკოტზე

15.07.21 13:28
"ეშინიათ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის" - გიორგი ვაშაძე ხელისუფლების ბოიკოტზე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ კრიტიკულ ტელევიზიებს ბოიკოტი მხოლოდ იმიტომ გამოუცხადა, რომ მწვავე კითხვებზე პასუხები არ აქვს. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ეშინია. 

ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ პასუხი თქვენთან. ვერ გცემენ პასუხს რატომ იძალადეს თქვენს ჟურნალისტებზე, რატომ არის დღეს გარდაცვლილი ლექსო? ამაზე პასუხი არ აქვთ და შესაბამისად, ეშინიათ ჟურნალისტებთან კომუნიკაციის, ეშინიათ ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარ პოზიციებზე. ბევრი მათგანი საერთოდ ყველა მედიასაშუალებას ემალება, რატომ იცით? ფიქრობენ, რომ ჩუმად ყოფნით იქნება არ მიეცხოთ ის ტალახი, რომელიც ეცხება მათ ლიდერებს აი, ამ ტოტალური ძალადობიდან გამომდინარე. ეს ნიშანავს, რომ შენ არ გაქვს სათქმელი, შენ არ გაქვს პასუხი, შენ ხარ მატყუარა, ხარ მტყუანი რაღაც საქმეში, - გიორგი ვაშაძე.

მმართველი პარტიის წარმომადგენლები დღეიდან მხოლოდ იმ მედიასთან გააკეთებენ კომენტარს, რომელიც თავად მოსწონთ.