ტიხანოვსკაია: ჩემი გული ქართველ ხალხთანაა
"ჩემი გული ქართველ ხალხთანაა"- ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაია X-ზე დაწერა.
მისი თქმით, ქართველები "ევროკავშირში თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდ მომავალს იმსახურებენ".
ჩემი გული ქართველ ხალხთანაა. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველები, ისევე როგორც ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვასა და სომხეთის მოქალაქეები, ევროკავშირში თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდ მომავალს იმსახურებენ", - წერს ტიხანოვსკაია.