სანქციები იქნება ის უპირველესი იარაღი, რასაც გამოიყენებს აშშ - დეკანოიძე
,,ენმ"-ს წევრი, ხატია დეკანოიძე, ფიქრობს, რომ აშშ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ სანქციებს ფრთხილად, მაგრამ მაინც გამოიყენებს.
სანქციები ძალადობრივი ხელისუფლების შემაკავებელი ერთ-ერთი მთავარი ღია ინსტრუმენტია, ხელში იარაღია სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და აშშ-სთვის. რა თქმა უნდა, სანქციები იქნება ის უპირველესი იარაღი, რასაც გამოიყენებს აშშ, ფრთხილად, მაგრამ გამოიყენებს, - ამბობს დეკანოიძე.
ამერიკა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე ფიქრობს. ინფორმაცია ჟურნალისტებთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსიკერმა დაადასტურა. ნედ პრაისი ამბობს, რომ სანქცია არის ერთ-ერთი იარაღი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.