პარლამენტი პოლიციის ალყაშია - გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანა
პარლემნტის შენობა პოლიციის ალყაშია - რამდენიმე წუთის წინ, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განალაგეს.
პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელს შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ.
რაც შეეხება პარლამენტის შესასვლელ კარებს, ის რკინის კონსტრუქციით შეადუღეს.
"პირველებმა" გადაიღო წყლის ჭავლის მანქანაც. კადრებში ჩანს ავტომობილი, რომელიც ხმოვანი სიგნალის მეშვეობით, მომიტინგეებს გამაფრთხილებელი სიგნალით აფრთხილებს.