დაშინებებმა პირიქით იმოქმედა... მგონია, დღეს მძიმე ღამე იქნება - გიორგი მახარაძე

12.05.24 23:53
დაშინებებმა პირიქით იმოქმედა... მგონია, დღეს მძიმე ღამე იქნება - გიორგი მახარაძე

 

მსახიობი გიორგი მახარაძე დედაქალაქის მთავარ ქმაზირზე ცოლთან, მარიამ ნადირაძესთან და უამრავლ ადამიანთან ერთად ევროპული მომავლისთის ათენებს.

მისი თქმით, დაშინებებმა პირიქით იმოქმედა და დღეს უამრავი ხალხი გავიდა ქუჩაში რუსული კანონის წინააღმდეგ.

გიორგი მახარაძე ელოდება, რომ მძიმე ღამე იქნება, როგორც ხელისუფლების, ისე მათთვისაც.

დაშინებებმა პირიქით იმოქმედა. სასაცილოც აღარ არის უკვე, 5000 იყავით, 10 ათასი იყავით, ჩვენ ვიცით, რამდენი ვიყავით და თვითონაც იციან, რამდენი ვართ. დღეს, შეგრძნების დონეზე ცოტა მძიმე ღამე და დღე იქნება მგონია. დაჭერაზე დამუქრებას რაც შეეხება, უკვე ყველას სიტყვას წონა დაკარგული აქვს იქითა მხრიდან. ჩვენ წინააღმდეგ ვინც არიან, რატომ არიან და რას ფიქრობენ, ესეც ძალიან კარგად ვიცი. რაღაც მომენტი მეც მქონდა, მაგრამ რაღაცები გადავაფასე. ვერ ყალიბდებიან აქეთ იყვნენ თუ იქით იყვნენ, ერთი აქ მოსვლა უნდათ და ზუსტად მიხვდებიან, სად უნდა იდგნენ", - ამბობს გიორგი მახარაძე.

მსგავსი სიახლეები