"მუმლაძეს თავს რომ დაესხნენ, პატრულმა გააქრო ის ადამიანები" - ბაჩო დოლიძის ბრალდება ხელისუფლებას

13.05.24 04:13
"მუმლაძეს თავს რომ დაესხნენ, პატრულმა გააქრო ის ადამიანები" - ბაჩო დოლიძის ბრალდება ხელისუფლებას

 ბაჩო დოლიძის ბრალდება ხელისუფლებას - პარტია "ახალის" წევრი, რომელიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის უთენებს, ამბობს, რომ გიორგი მუმლაძეზე თავდასხმელები პირადად პოლიციამ გააქრო და ხელი შეუწყო მათ გაუჩინარებაში.

დოლიძე პირდაპირ ადებს ხელს ხელისუფლებას და ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ არცერთი თავდამსხმელი დაკავებული არაა და სათვალთვალო, მათ შორის სამხრე კამერებიც კი გამორთული აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ამ ძალადობის უკან სწორედ ისინი დგანან.

გომელაურმა არათუ დაგვიჭირა, მოსამართლის მანტია მოისხა და მოგვისაჯა კიდევაც, ისე დაარიგა 4-4 წელი. ცოტა აცდენილები არიან რეალობას. რამდნეიმე დღე გავიდა ამ თავდასმხების შემდეგ, ხო ტრაბახობენ, რომ მთელ ქალქს აკონტროლებენ, როგორ მოახერხეს, რომ ვერც ერთმა სათვალთვალო კამერამ ვერ ერთი პირის იდენტიფიცირება ვერ მოახდინა. 

ამ ძალადობის უკან, რა თქმა უნდა, ხელისუფლება დგას. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ოპერატიული ინფორმაციის გარეშე ვერცერთი მსგავსი ტიპის თავდასხმა ვერ მოხდებოდა, ზუსტად იცოდნენ, ვინ სად იყო და სად გადაადგილდებოდა. 

უარესს გეტყვით, გიორგი მუმლაძეს თავს რომ დაესხნენ უვკე მეორე დღეს, პატრულმა გააქრო ის ადამიანები. პატრულმა შეუწყო ხელი რომ ის ადამიანები გაქცეულიყვენენ. ეს ბრალდება კი არა ძალიან სერიოზული დანაშაულია. მათ რომ სჭირდებათ, ხომ ყველა კამერა ჩართულია და როგორ ხდება როდესაც ადამიანებს იჭერენ, არცერთი, თუნდა სამხრე კამერა არ მუშაოაბს. მტავარი იარაღია ამ რეჟიმის წინააღმდეგ ერთობაა და ამ იარაღს ბოლომდე გამოვიყენებთ", - ბაჩო დოლიძე 

მსგავსი სიახლეები