ცესკო-ში გვჭირდება პრინციპული ადამიანები, ვინც ხელისუფლებას წინააღმდეგობას გაუწევენ - პაატა მანჯგალაძე
პარლამენტსი იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს უსმენენ. ოპოზიციის მტკიცებით, ერთ-ერთმა კანდიდატმა, გია ცაცაშვილმა, დასმული კითხვებისგან თავის არიდება დიპლომატიური გზებით სცადა, რაც აჩენს ეჭვს კანდიდატის პრინციპულობასთან დაკავშირებით.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე, აცხადებს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისია უნდა იყოს დაკომპლექტებული პრინციპული კადრებით, რომლებიც საარჩევნო დარღვევებზე თვალს არ დახუჭავენ.
ჩვენ გვჭირდება პრინციპული ადამიანები ცესკო-ში , რომლებიც ხელისუფლებას წინააღმდეგობას გაუწევენ, როცა დარღვევას ნახავენ. ჩვენ გვჭირდება პრინციპული ადამიანები, ამ კანადიდატმა კი დიპლომატიურად აირიდა თავი ყველა პრინციპულ კითხვებზე პასუხს - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტში კანდიდატების მოსმენა გრძელდება. თუ ცესკო-ს კანდიდატები 100 ხმით არ აირჩევა, მათ დროებით, 6 თვით აირჩევენ. ოპოზიციაში ეჭვს გამოთქვამენ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კვლავ მისი ნდობით აღჭურვილი წევრებით შეავსებს.