"მონებო" - "ოცნების" დეპუტატები პარლამენტში შეძახილებით შეაცილეს

13.05.24 08:01
"მონებო" -  "ოცნების" დეპუტატები პარლამენტში შეძახილებით შეაცილეს

"ქართული ოცნებისა" და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მიდიან. "პირველების" ინფორმაციით, პარლემნტში უკვე მივიდა დეპუტატი ბეჟან წაქაძე. საკანომდებლო ორგანოში გამოჩნდა რიმა ბერძის ავტომობილიც. 

მისი ავტომობილი აქტივისტებმა შეძახილებით "მონა" გააცილეს.

აღსანიშნავია, რომ ჩიტაძის ქუჩა პოლიციამ მომიტინგეებისგან დაახლოებით 1 საათის წინ გაწმინდა. 

13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილია პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა. 

მსგავსი სიახლეები