ვინ შედის პარლამენტში - სახანძრო მანქანით ჩახერგეს კარი, რომ შემსვლელი დეპუტატები მომიტინგეებმა ვერ დაინახონ

13.05.24 08:10
ვინ შედის პარლამენტში - სახანძრო მანქანით ჩახერგეს კარი, რომ შემსვლელი დეპუტატები მომიტინგეებმა ვერ დაინახონ

ვინ შედის პარლამენტში - სახანძრო მანქანით ჩახერგეს კარი, რომ შემსვლელი დეპუტატები მომიტინგეებმა ვერ დაინახონ.

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატი შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, მომიტინგეები მათ შეძახილებით - "მონებო" დახვდნენ და საყვირებით გააპროტესტეს მათი მისვლა.

რიმა ბერაძე, ბეჟან წაქაძე - ამ ორი დეპუტატის იდენტიფიცირება შეძლეს კამერებმა, მანამ, სანამ სახანძრო მანქანა ხედვის არეალს დაფარავდა.

პარლამენტში შევიდნენ აპარატის თანამშრომლებიც.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან მთელ ღამეს გაგრძელდება და ახლაც მიმდინარეობს. მოქალაქეები რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვას აპროტესტებენ და კანონის გაწვევას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები