იყვნენ მაქსიმალურად აგრესიულები, დააკავეს ამერიკის მოქალაქე, რუსულად მიაყენეს შეურაცხყოფა - ერთ-ერთი მომიტინგე

13.05.24 08:18
იყვნენ მაქსიმალურად აგრესიულები, დააკავეს ამერიკის მოქალაქე, რუსულად მიაყენეს შეურაცხყოფა - ერთ-ერთი მომიტინგე

"იყვნენ მაქსიმალურად აგრესიულები, დააკავეს ამერიკის მოქალაქე, რუსულად მიაყენეს შეურაცხყოფა," - ასე იხსენებს აქციის ერთ-ერთი მოქალაქე ჭიჭინაძის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას და სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებას, მოქალაქეების ცემას და დაკავებას.

როგორც მომიტინგე "პირველებთან" ყვება, სამართალდამცავები აგრესიულები იყვნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულთა შორის არის ამერიკის მოქალაქეც, რომელსაც ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

იყვნენ მაქსიმალურად აგრესიულები, პირადად, ზოგს სახელებით მიმართავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი, ამერიკის  მოქალაქე - ბრაიან ბინჰემი იდგა აქ ჩვენს გვერდით და ეუბნებოდა, რომ I am here from Amerika and I am fighting for your democracy, რაზეც ამათ რუსულად მიაყენეს შეურაცხყოფა ამ ადამიანს, შემდეგ გათრიეს, არაერთმა შენიშნა, თუ როგორ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდგ უკვე დარბევა დაიწყო და ჩვენი თანამებრძოლი კახა კვეკვესკირი არის სასტიკად ნაცემი და დააკავეს, გვსდიეს ბოლომდე, შემოგვასხეს ქაფის სპრეი, რომელიც ახლაც იწვის, მტერს არ დაუდგებიან ასე, არათუ ახალგაზრდებს,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები