"არ ვიცი როგორ უნდა შევიდე სამსახურში" - დეპუტატი ანა ბუჩუკური პარლამენტში ვერ შედის

13.05.24 08:43
"არ ვიცი როგორ უნდა შევიდე სამსახურში" - დეპუტატი ანა ბუჩუკური პარლამენტში ვერ შედის

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური ამბობს, რომ პარლამენტთან მობილიზებული სპეცრაზმის გამო სამსახურში შესვლას ვერ ახერხებს. "თუკი ვინმეს ჰქონდა კითხვა, რატომ არის ეს კანონი რუსული, აი, ამიტომ!", - ამბობს ოპოზიციის წევრი. 

რა შეფასება უნდა გავაკეთო, ეს არის, როდესაც რუსულ კანონს იღებ ქვეყანაში. თუკი ვინმეს კითხვა ჰქონდა კიდევ დარჩენილი, რატომაა კანონი რუსული, აი, ამიტომ! ფიზიკურად არ ვიცი ახლა როგორ შევიდე სამსახურში! აქ როგორ უნდა გავიარო ფიზიკურად? „ოცნების“ შემორჩენილ მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, თუკი რაიმე კითხვა გქონდათ, რატომ არის ეს კანონი რუსული, მემგონი, ყველას გაეცა უკვე პასუხი. წარმოუდგენელია ახლა რაც ხდება, არ ვიცი როგორ უნდა შევიდე სამსახურში, - ამბობს ბუჩუკური.  

მსგავსი სიახლეები