პოლიტიკური უმცირესობა ვერ იბატონებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე - ოხანაშვილი

13.05.24 09:21
პოლიტიკური უმცირესობა ვერ იბატონებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე - ოხანაშვილი

"ოცნების" წევრი ანრი ოხანაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონს  ქართველი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა. სახელისუფლებო გუნდის წევრი აქციის მონაწილეებს "უმცირესობად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ ისინი "აბსოლუტუ უმრავლესობაზე" ვერ იბატონებენ. 

თუ ვინმეს სურს გაპროტესტება, არის ამის სივრცე - პარლამენტის წინა მხარე ან უკანა მხარე. გააპროტესტონ, გამოხატონ თავისი აზრი, ვინ უშლით? თქვენ თუ ქაოსი გინდათ, ქაოსის საშუალებას არ მოგცემთ. პოლიტიკური უმცირესობა ვერ იბატონებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე. პოლიტიკური უმცირესობა ვერ მოახვევს თავს აზრად თავის პოზიციებს ისე, რომ ის არის ყოველთვის მართალი და არა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, - ამბობს ანრი ოხანაშვილი. 

მსგავსი სიახლეები