ეს არის ზამბარა, რომელიც მოხვდებათ ამათ ცხვირში - უგულავა "ოცნებაზე"

13.05.24 10:12
ეს არის ზამბარა, რომელიც მოხვდებათ ამათ ცხვირში - უგულავა "ოცნებაზე"

ეს არის ზამბარა, რომელიც მოხვდებათ ამათ ცხვირში, - ასე აფასებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა პარლამენტში და მის გარეთ გავითარებულ მოვლენებს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ მთელი პოლიცია ახლა ივანიშვილის დასაცავად არის გამოსული, ქართველი ხალხი კი აბსოლუტურად დაუცველია. მისი თქმით, ძალადობაზე, რომელსაც სამართალმდაცველები "ოცნების" დავალებით ასრულებენ, ყველას პასუხი მოეთხოვება.  

ბუნკერად აქციეს პარლამენტის შენობა, რა კანონმდებლობაზე ვლაპარაკობთ. სუსლელეა ეს ყველაფერ ისევე, როგორც ეს კანონი არანაირი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარება, ის უბრალოდ, არის ნაგავი, რომელიც უნდა გაიტანონ, რომელიც აყროლდა და აყროლებს ყველაფერს. ამიტომ, აქ კომპრომისი შეუძლებელია. რაც არ უნდა იძალადონ, ჩვენ დილიდან ვხედავთ, ძალადობა არ აჩერებს საზოგადოებას. ჩვენი იარაღი არის სიმშვიდე, სიმტკიცე, გრძელვადიანი პროტესტი და ვნახავთ, ვინ უფრო დაიღლება.
ყველას უნდა გვესმოეს, რომ მთელი საქართველო ახლა არის დაუცველი, თქვენ ვერ ნახავთ ერთ პოლიციას ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, რუსთავშ, ქუთაისში, ყველა წამოყვანილია აქ. ივანიშვილის დასაცავად მთელი საქართელო ახლა არის დაუცველი. 
ეს არის ზამბარა, რომელიც მოხვდება ამათ ცხვირში. ასეთებს შეახოცავენ ხელს. ყოველთვის ასე ხდება და ასე მოხდება, სანამ ეს ჯაჭვი არ გაწყდება, - ამბობს უგულავა.