პარტიული ტელევიზია ხართ და არ გეწერებით - დავით მათიკაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტს მიმართავს

15.07.21 15:06
პარტიული ტელევიზია ხართ და არ გეწერებით - დავით მათიკაშვილი ტვ პირველის ჟურნალისტს მიმართავს

არ გეწერებით, სანამ გარდაცვლილი კოლეგით მანიპულირებას და დესტრუქციას არ მოეშვებით, - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილი, ტვ პირველის კითხვას. დეპუტატი ტვ პრიველს პარტიულ ტელევიზიად მოიხსენიებს და კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს. 

პასუხი ხომ გნებათ? პასუხი არის ის, რომ თქვენ არ გეწერებით. მოეშვით დესტრუქციას და გარდაცვლილი ადამიანის, თქვენივე კოლეგის, სახელით მანიპულირებას. სანამ კოლეგის გარდაცვალებით იმანიპულირებს პარტიული ტელევიზიები, პარტიული ტელევიზია ხართ, - ამბობს მათიკაშვილი.
 

 მმართველი პარტიის წარმომადგენლები დღეიდან მხოლოდ იმ მედიასთან გააკეთებენ კომენტარს, რომელიც თავად მოსწონთ.  ეს გადაწყვეტილება სახელისუფლებო გუნდმა ცოტა ხნის წინ მიიღო.