დაისაჯოს ყველა დამნაშავე - მედიის აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.
ჟურნალისტებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - თანამდებობა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაისაჯოს ყველა დამნაშავე.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
თქვენ ნახეთ დილიდან ,,ქართული ოცნების" ახალი სერია - "გაქცევა". რომელიც ვერ ცემს პასუხებს ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მოხდა 5 ივლისის შტურმი, რატომ გაჟლიტეს ჟურნალისტები. ეშინიათ ჟურნალისტების. თქვენ ნახეთ დილიდან ,,ქართული ოცნების" სიძულვილის ენა. ისევ თესავენ სიძულვილს, რომ ისევ თქვენი სიცოცხლე საფრთხეში იყოს. ევროკავშირი, ამერიკის საელჩო - ყველა ითხოვს ბოლომდე გამოძიებას და ყველა მოძალადის დასჯას"- აცხადებს "ტვ პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი.
მისი თქმით, პრემიერ ღარიბაშვილის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულება არსებობს, რომ 5-6 ივლისს ძალადობა მან წაახალისა.
რატომ ვითხოვთ ირაკლი არიბაშვილის გადადგომას და დასჯას, რადგან პირდაპირი მტკიცებულება არსებობს, რომ ღარიბაშვილმა წაახალისა ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფები და დადგა ის შედეგი, რომ დღეს სრულიად მედია გამოვიდა და საუბრობს და აპროტესტებს და გვინდა, რომ ჩვენი თანამშრომლები იყვნენ დაცულები. ამ ქვეყანაში არა თუ ადამიანის უფლებები, სიცოცხლეც კი არ არის დაცული. ამიტომ პროტესტი იქნება ყოველდღიური, თქვენ ხედავთ, რომ ვეღარ ატარებენ ბრიფინგებს, გაურბიან მედიას. ,,ქართულ ოცნებას" ეშინია თავისუფალი ახალგაზრდა ათაობის, დახეული ჯინსების თაობის",- აცხადებს წერეთელი.