ურტყამდნენ სახის, ტანის არეში, ცხვირიდან და პირიდან იმდენი სისხლი მოსდიოდა, რომ ერთ მომენტი, ვეღარ ყლაპავდა - ადვოკატი გურამ ადამიაზე
"ვერც კი იხედებოდა იმდენი ადამიანი ურტყამდა - ზოგი სახის, ზოგი ტანის არეში. აღნიშნა, რომ ცხვირიდან და პირიდან იმდენი სისხლი მოსდიოდა, რომ ერთ მომენტი, ვეღარ ყლაპავდა და გულიც კი აერია" - ასეთია პარლამენტთან დაკავებული გურამ ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორც ადვოკატი ამბობს, საკმაოდ მძიმეა ადამიას მდგომარეობა, რომელსაც რამდენიმე სამართალდამცავი უსწორდებოდა.
მისი ადვოკატის თქმით, დიღმის სამმართველოდან დაშავებული დემონსტრანტის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღეს.
ვერც კი იხედებოდა იმდენი ადამიანი ურტყამდა - ზოგი სახის, ზოგი ტანის არეში. როდესაც იზოლატორში მოიყვანეს, მას აღენიშნებოდა ეს დაზიანებები, იზოლატორმა მიიღო და საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. აქტიური მოთხოვნის შემდეგ, როდესაც მივუთითეთ რამდენიმე კანონზე, გამოიძახეს სასწრაფო და მოხდება მიის საავადმყოფოში გადაყვანა.
მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება სახის მიდამოებში, ასევე თავის მიდამოებში - აქვს მრავლობითი კოპები, ასევე ტანზე აქვს მაიკა შემოხეული, ტანზე აღენიშნება სრულად დალურჯებები. მან აღნიშნა, რომ ცხვირიდან და პირიდან იმდენი სისხლი მოსდიოდა, რომ ერთ მომენტი, ვეღარ ყლაპავდა და გულიც კი აერია,“ - ამბობს ადვოკატი.