პუტინის ჩიჩილაკი - ბრიუსელში კობახიძეს სტუდენტი საპროტესტო ბანერით დახვდა

03.11.26 16:23
პუტინის ჩიჩილაკი - ბრიუსელში კობახიძეს სტუდენტი საპროტესტო ბანერით დახვდა

ბრიუსელში ჩასულ ირაკლი კობახიძეს ქართველი სტუდენტი საპროტესტო ბანერით დახვდება - შენობასთან, სადაც „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიება უნდა დაიწყოს, საქართველოს მოქალაქე მივიდა და "ევროსკოპს" უთხრა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის ადგილი არა ევროპაში, არამედ - პუტინის რუსეთშია. 

მისი თქმით, კობახიძე ხელისუფლებაში გაყალბებული არჩევნებით მოვიდა, შესაბამისად  მისი მთავრობა არალეგიტიმურია. 

ახალგაზრდა ქალმა გაიხსენა, რომ ის საქართველოში მიმდინარე აქციების დროს პოლიციამ დააკავა და 10-დღიანი პატიმრიობაც მიუსაჯეს. 

ვარ სტუდენტი საქართველოდან, რომელიც ევროპაში სწავლობს. სხვათა შორის დღეს 1 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა [საქართველოში] დამაკავეს და 10 დღიანი პატიმრობა მომისაჯეს, იმიტომ, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვიბრძოდი. ვინ დამაკავა? - ირაკლი კობახიძის რეჟიმმა, რომელიც აბსოლუტურად ანტი-ევროპული, ანტიდენოკრატიული და ანტიქართულია. 

აქედან გამდინარე, ვალდებულება ვიგრძენი, რომ მოვსულიყავი და ევროპილებისთვის შემეხსენებინა, რომ ირაკლი კობახიძე არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, ის არ არის ლეგიტიმური ლიდერი, [ხელისუფლებაში] მოსულია გაყალბებული არჩევნებით. ის ძირს უთხრის ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს. თუ რამეს მივაღწიეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ყველაფერი ჩამოანგრია და გააფუჭა. კობახიძის ადგილი აქ არ არის, მისი ადგილია მოსკოვში, ის არის პუტინის თოჯინა, ჩუჩილაკი"- თქვა სტუდენტმა. 

ირაკლი კობახიძე ბრიუსელშია. „ქართული ოცნების“ ლიდერი დღეს, 3 ნოემბერს, ტელეკომპანია „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა კობახიძე მიწვეული არ არის უშუალოდ ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ გაფართოების ფორუმზე, რომელიც ბრიუსელში 15-16 ნოემბერს გაიმართება.

ამასთან, ხვალ, 4 ნოემბერს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესიც შეფასდება.