5-6 ივლისის მოვლენები - შს მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ

15.07.21 16:39
5-6 ივლისის მოვლენები - შს მინისტრს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტში შს მინისტრს მოუსმენენ.  მოსმენის მოთხოვნით ვახტანგ გომელაურმა პარლამენტს თავად მიმართა. რიგგარეშე სესია 18 ივლისს არის ჩანიშნული. 

შს მინისტრი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და პრაიდის კვირეულის ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს. 

ცნობილია, რომ სწორედ აღნიშნულ საკითხზე დაიბარა შს მინისტრი ოპოზიციამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.