საქართველოს ხელისუფლება 5 ივლისის გამო საფასურს გადაიხდის - ფადი ასლი

15.07.21 17:05
საქართველოს ხელისუფლება 5 ივლისის გამო საფასურს გადაიხდის - ფადი ასლი

ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი, ფადი ასლი, რომელიც წლებია, საქართველოში ბიზნესით არის დაკავებული, აკეთებს პროგნოზს, რომ სულ მალე საქართველოს ხელისუფლებაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან სანქციები ამოქმედდება. გარდა ამისა, მისი პროგნოზით, 5-6 ივლისის მოვლენები ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე უარყოფითად აისახება. 

ამ მოვლენებს საშინელი ეფექტი აქვთ საქართველოს რეპუტაციაზე ტურიზმის კუთხით, ინვესტირების კუთხით და საქართველოს ხელისუფლება გადაიხდის საფასურს ამ მოვლენების გამო, რადაგან მათ სანდოობა დაკარგეს. არ შეიძლება, იყო ევროკავშირის წევრი, თუ არ იზიარებ ევროკავშირის ფილოსოფიას, ამიტომ ჩვენ ახლა ვართ დაკვირვების ქვეშ და ვნახოთ, რა მოხდება. მე მგონია, ეს იყო საშინელი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან, როგორ გაუმკლავდნენ ისინი 5 ივლისის მოვლენებს.

ის, რაც ხელისუფლებამ 5 ივლისს გაააკეთა, დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო იმიჯსა და სანდოოობაზე. ეს საშინელი და მიუღებელი რამაა - განაცხადა ფადი ასლიმ.