მოძალადე მთავრობა, პროვოკატორი პრემიერი და უქნარა შს მინისტრი - რომან გოცირიძე

15.07.21 17:27
მოძალადე მთავრობა, პროვოკატორი პრემიერი და უქნარა შს მინისტრი - რომან გოცირიძე

,,ენმ"-ს წევრი, რომან გოცირიძე, ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყნის რეპუტაცია ნულამდეა დასული. 

საქართველოს რეპუტაცია დასულია ნულამდე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არის მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე გამოჩენილი როგორც მოძალადე, პრემიერი ღარიბაშვილი როგორც პროვოკატორი და ძალადობის ინსპირატორი და შს მინისტრი, რომელიც არის უქნარა. უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი და მთელი მთავრობა, მაგრამ ეს არ მოხდება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ გრძნობს საკუთარ თავზე საფრთხეს, - ამბობს გოცირიძე. 
 

 25 ქვეყნის ელჩმა საქართველოს შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ერთობლივი წერილით მიმართეს. წერილი 5-6 ივლისის მოვლენებს და ასევე, ევროკავშირის დროშის ორჯერ დაწვის ფაქტს ეხება. უცხოელი დიპლომატები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ აღკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები, არ დაიცვა ჟურნალისტები და აქტივისტები ძალადობისგან. ელჩები  ყველას კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.