ვაშინგტონში უკვე სერიოზულად საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების პერსონალურ სანქციებზე - დემნა დევდარიანი

15.07.21 18:50
ვაშინგტონში უკვე სერიოზულად საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების პერსონალურ სანქციებზე - დემნა დევდარიანი

ასეთი პრაქტიკა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ისტორიაში იშვიათობაა, როცა სურდათ, ბრიფინგზე ქართველი ჟურნალისტი ყოფილიყო, რომელიც კითხვებს დასვამდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე დამოუკიდებელმა მკვლევარმა და ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა, განაცხადა. მისი თქმით, დაურეკეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და სპიკერის საგანგებო ბრიფინგზე დასწრება სთხოვეს. ქართველი ჟურნალისტის აზრით, სანქციების თემაზე განცხადება ამერიკის ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან გაკეთდა, რაც ქმნის მისი განხორციელების რეალურ საშიშროებას.

განცხადება, რომელიც იყო ნეტ პრაისი მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესების თემაზე, იყო ნათელი და რთულად ტოვებს სივრცეს ინტერპრეტაციისათვის. სანქციებთან დაკავშირებით ამერიკის დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება იყო ფუნქციურად ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული. 

ჩემი წყაროები ამერიკის კონგრესიდან მეუბნებიან, რომ ბოლო დღეებში კონგრესმენებსა და იმ სტაფერებს შორის, რომლებიც პოლიტიკოსებს ამარაგებენ ინფორმაციითა და კვლევებით, სტატისტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, მოხდა კოორდინაცია და მათ სერიოზულად ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა შესაძლო პერსონალურ სანქციებზე იმ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ქართულ მთავრობაში, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელი 5-6 ივლისის მოვლენების დროს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების უსაფრთხოებაზე - განაცხადა დემნა დევდარიანმა.

ამერიკა საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე ფიქრობს. ინფორმაცია ჟურნალისტებთან აშშ-ს  სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსიკერმა დაადასტურა. ნედ პრაისი ამბობს, რომ სანქცია არის ერთ-ერთი იარაღი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვთ.