მოვუწოდებთ საქარველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება - აშშ-ს სახდეპის განცხადება
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის პროცესს საგანგებო განცხადებით ეხმიანება. უწყება საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული პროცესის შეჩერებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ პირობის შეუსრულებლობა ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ინვესტორების ნდობის ფაქტორს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებამ ხელმომწერ მხარეებს დააკისრა ვალდებულება, რომ უზენაეს სასამართლოში "ყველა მიმდინარე დანიშვნა" იქამდე შეეჩერებინათ, სანამ "სასამართლოს ამბიციური რეფორმა" ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმის პროცესის გზით არ განხორციელდებოდა”.
მოვუწოდებთ საქარველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერებით ყოვლისმომცველი, გამჭვირვალე და ინკლუზიური სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ეს არის ის, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის, მმართველი პარტია შეთანხმდა. ამის არ შესრულება კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლოს მიმართ და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. 19 აპრილის შეთანხმების არასრულმა შესრულებამ ასევე შესაძლოა შეასუსტოს ინვესტორების ნდობა და შეამციროს საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა ,- ნათქვამია განცხადებაში.