აშშ შეშფოთებულია უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო - ბლინკენი

16.07.21 10:23
აშშ შეშფოთებულია უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო - ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ უცხოელი დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს. ბლინკენი აღნიშნულის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ძირეული სასამართლოს რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის. 

შეერთებულ შტატებს ღრმად შეშფოთებულია 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის, - წერს ბლინკელნი TWITTER-ზე.