ღარიბაშვილი კაზინოებს გადასახადებს უმცირებს

16.07.21 11:10
ღარიბაშვილი კაზინოებს გადასახადებს უმცირებს

პრემიერი ღარიბაშვილი კაზინოებს გადასახადებს უმცირებს. მთავრობის მეთაურის ბრძანება ,,საკანონმდებლო მაცნეში" უკვე გამოქვეყნდა. დადგენილება 13 ივლისით თარიღდება. 

დოკუმენტით ირკვევა, რომ შეღავათებით ისარგებლებენ თბილისში კონკრეტულ პერიოდში გახსნილი კაზინოები. 

"ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.

5.  ქ.  თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით"- წერია დადგენილებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აწერს ხელს.