ხელისუფლებამ წამოიწყო წინასწარ წაგებული ბრძოლა მედიასთან - სერგო ჩიხლაძე
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგი ჩიხლაძე, ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მედიასთან წინასწარ წაგებული ბრძოლა დაიწყო. მისი თქმით, იერიში მედიაზე თავისუფლებაზე იერიშს ნიშნავს, რაც მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
ხელისუფლებამ წამოიწყო წინასწარ განწირული და მისთვის წაგებული ბრძოლა მედიასთან , იერიში მიიტანა თავისუფლებაზე და თავისუფლების ყველაზე ძლიერ ბასტიონზე, რასაც მედია და ჟურნალისტები ჰქვია. ეს კარგად არ დამთავრდება „ქართული ოცნებისთვის“. ამას უკვე ჰელსინკის კომისია კი არა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი ქვეყნის მთავრობა, ღიად იძახის, რომ „ქართული ოცნება“ დგას ძალადობის მხარეს და პირდაპირ ასახელებენ სახელებს, ღარიბაშვილი, გომელაური, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.