ბოიკოტი ერთი დღით წყდება - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს მწვავე გარემოს ჰპირდება

16.07.21 11:31
ბოიკოტი ერთი დღით წყდება - ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრს მწვავე გარემოს ჰპირდება

პოლიტიკური ბოიკოტი ერთი დღით წყდება - ოპოზიცია 18 ივლისს პარლამენტში შს მინისტრის მოსასმენად შევა. ოპოზიციის სრული შემადგენლობა ვახატანგ გომელაურისთვის მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ გამოიყვანა 5 და 6 ივლისს შსს-მ პროპორციული ძალა და რატომ არიან დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები.

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შევუქმნათ კომფორტი „ქართულ ოცნებას“, რომ შს მინისტრს, რომელიც დიდი ხნის გადამდგარი უნდა იყოს, დაუსვას კომფორტული შეკითხვები.  ბატონ გომელაურს დახვდება ძალიან მწვავე გარემო პარლამენტში. მთავარი კითხვები გომელაურთან არის ის, რატომ შეუწყო მან ხელი იმ ძალადობას, რაც ჩვენ ვნახეთ ჩვენი ქვეყნის ქუჩებში, - ამბობს ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები