დღეს თუ არა ხვალ, ღარიბაშვილი და გომელაური ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე საუბრობს. ნიკა მელიას თქმით, დღეს თუ არა ხვალ ღარიბაშვილი და გომელაური ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.
კლასიკური დანაშაულებრივი გაერთიანებაა და ამგვარი ერთობა უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, ანუ მათი მოწინავე მოძალადეები არიან, ვგულისხმობ ბატონ ღარიბაშვილს, გომელაურს, აუცილებლად მოუწევთ არა მხოლოდ თანამდებობრივი პასუხისგება, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემა. დღეს თუ არა ხვალ, ღარიბაშვილი და გომელაური აუცილებლად წარსდგებიან ქართული მართლმსაჯულების წინაშე, - ამბობს მელია.