"ოცნებას" ვურჩევ, წაკითხულიდან აზრის გამოტანა ისწავლონ - სერგო ჩიხლაძე
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე, ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა „ქართული ოცნების“ მიმართ სულ უფრო მკაფიო ხდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხელისუფლებას ურჩევს, წაკითხულიდან აზრის გამოტანა და წერა-კითხვა ისწავლონ.
ძალიან მკაფიო, მკვეთრი გზავნილებია საქართველოს მთავრობისადმი და სიტყვა სანქციები და განსაკუთრებული ზომების მიღება უკვე ვერბალურადაც არის გაჟღერებეული. მე მგონი, ეს ძალიან მკაფიო სიგნალი უნდა იყოს ხელისუფლებასდმი, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ შეისმენს ამას, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ებღაუჭება ძალაუფლებას. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ვურჩევ, რომ წერა-კითხვა ისწავლონ, ინგლისური ისწავლონ, აზრის გამოტანა ისწავლონ და სირცხვილია, როდესაც ჩვენი დასასვლელი პარტნიორები მარკერით გახაზულ ოფიციალურ დოკუმენტებს აგზავნიან, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, კარგად ჩაიხედეთ, რა წერიაო, - ამბობს სერგი ჩიხლაძე.
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მკაცრი შეფასებები მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც.