ვითხოვთ მოძალადეების სისხლის სამართლებრივ დასჯას - ,,ენმ" პროკურატურას მიმართავს
"ნაციონალური მოძრაობა" გენპროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც 5 ივლისს ფიზიკურად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს.
ხატია დეკანოიძე მოძალადე ჯგუფების ხელმძღვანელების სახლებში მიმდინარე ჩხრეკის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ გურამ ფალავანდიშვილი, კონსტანტინე მორგოშია, ზურა მხარაძე, შოთა მარტინენკო ღიად ძალადობისკენ მოუწოდებდნენ რადიკალთა ჯგუფებს და ორგანიზებას უწევდნენ მათ ქმედებებს.
ოპოზიციის ლიდერმა შოთაძის უწყებას ყველა ის მტკიცებულება გადასცა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ახალისებენ და მოუწოდებენ კონკრეტული ადამიანები ძალადობისკენ.
მოვითხოვ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელთა მოწოდებებმა და ორგანიზებულმა ძალადობამ გამოიწვია ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, სიკვდილი - ამბობს ხატია დეკანოიძე.