საქართველოს მთავრობა დაპირებებს არ ასრულებს! იქნება ამის შესაბამისი შედეგები - ცაჰკნა

15.05.24 19:58
საქართველოს მთავრობა დაპირებებს არ ასრულებს! იქნება ამის შესაბამისი შედეგები - ცაჰკნა

საქართველოს მთავრობა დაპირებებს არ ასრულებს! იქნება ამის შესაბამისი შედეგები - ასე მიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ 4 საგარეო საქმეთა მინისტრსი შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ხალხმა გადაწყვიტა რომ ევროკავშირისკენ უნდა იმოძრაოს. არის მხოლოდ ორი არჩევანი - ან ევროკავშირისკენ ან რუსული გავლენისკენ. სხვა შესაძლებლობები არ არსებობს.

ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მრავალი მიმართულებით, ვიზალიბერალიზაციის, კანდიდატის სტატუსთან და 9 ნაბიჯთან დაკავშირებით. ისეთი დაპირებები გასცა საქართველოს მთავრობამ, რომელსაც არ ასრულებს. იქნება ამის შესაბამისი შედეგები.

აღნიშნული კანონი გახლავთ სიმბოლო იმ გზისა, რომელსაც ადგას საქართველოს მთავრობა და რომელიც არ არის ევროკავშირისკენ მიმართული, ევროკავშირს გვერდს უვლის. ეს არ არის სწორი გზა და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას და არა ქართველ ხალხს. აი ეს გახლავთ ჩვენი ნათელი პოზიცია", - ამბობს ცაჰკნა. (სინქრონული თარგმანი)