ეს ტოქსიკური სამეული საფრთხეს უქმნის და წამლავს ქვეყანას - ნიკა მელია ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებზე

16.07.21 13:00
ეს ტოქსიკური სამეული საფრთხეს უქმნის და წამლავს ქვეყანას - ნიკა მელია ჟურნალისტებზე თავდასხმის ორგანიზატორებზე

,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ორგანიზატორების, ირაკლი ღაიბაშვილის, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძის,  დასჯას ითხოვს. ნიკა მელია აცხადებს, რომ ეს სამეული ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

შემსრულებელთა ეს ტოქსიკური სამეული საფრთხეს უქმნის და წამლავს ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს, ჩვენ შვილებს! 
ტოქსიკური სამეული უნდა დაისაჯოს. საფრთხე უნდა განეიტრალდეს! - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.