პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას განვიხილე ახლანდელი ვითარება საქართველოში, რის შემდეგაც პრემიერ ირაკლი კობახიძეს დავურეკე. ხელახლა აღვნიშნე, რომ სრულად მხარს ვუჭერ ევროპული მომავლისთვის მუშაობის პროცესში ქართველების დახმარებას, მათ შორის ყველა მხარის ლეგიტიმური წუხილების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების მოძებნაში დახმარებით," - წერს შარლ მიშელი X-ზე.
ორი სატელეფონო ზარი ბრიუსელიდან - რაზე ესაუბრა მიშელი ზურაბიშვილ-კობახიძეს
ორი სატელეფონო ზარი ბრიუსელიდან - "პირველების" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
- ექსკლუზივი: ამ წუთებში შარლ მიშელი საქართველოს პრემიერს და პრეზიდენტს ესაუბრება
- წყარო: ამ წუთებში იწყება კომუნიკაცია შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის
შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ X-ზე წერს, რომ მათთან საქართველოში არსებული ვითარება განიხილა.