დასავლეთმა ,,ქართულ ოცნებაზე" დიპლომატიური იერიში მიიტანა - ოპოზიცია

16.07.21 13:40
დასავლეთმა ,,ქართულ ოცნებაზე" დიპლომატიური იერიში მიიტანა - ოპოზიცია

დასავლეთმა ,,ქართულ ოცნებაზე" დიპლომატიური იერიში მიიტანა- მიიჩნევენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ სტატეგიულმა პარტნიორებმა არა მარტო 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთეს კრიტიკული განცხადებები, არამედ მხედველობიდან არ გამორჩენიათ მოსამართლეების დანიშვნის ფაქტიც, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. 

,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფაქტობრივად მიანიშნა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან დასავლურ კურსს გადაუხვი. ხატია დეკანოიძე მმართველი გუნდის წინააღმდეგ სანქციებს ელოდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ზრუნავს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე. რა თქმა უნდა, ის იმოქმედებს ცივილური ნორმების შესაბამისად. რას ნიშნავს ეს? სახდეპის და ბლინკენის განცხადება პირდაპირ ამბობს, რომ განაახლეთ ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, ანუ პრაქტიკულად, კურსის ცვლილება გაქვთო. გულწრფელად რომ გითხრათ, ველოდები პირველ სანქციების ტალღას მოსამართლეებზე - ამბობს ხატია დეკანოიძე.

,,ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ძირითად მიზანს. გიგა ბოკერია საერთაშორისო კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას ელოდება.

სანამ ეს მთავრობა გვეყოლება და სანამ აღნიშნული კურსი აქვთ აღებული ღარიბაშვილის პირით ივანიშვილის მიერ, ჩვენ ვუპირისპირდებით მომავალს და ევროატლანტიკურ კურსს. ჩვენ ვაპირებთ, რომ საუკუნოვანი ამოცანა, რომ თავისუფალი სამყაროს წევრი ვიყოთ და გარე მტრისგან, პუტინის რუსეთისგან, დაცული ვიყოთ, რომ ქვეყნის შიგნით ნორმალურად განვითარდეთ, აი იმის წინააღმდეგ იღვწიან, სანამ ეს მთავრობა გვყავს, უფრო გაღრმავდება საერთაშორისო კრიზისი - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

,,ლელოს" წევრი, საბა ბუაძე, პროგნოზირებს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნული გზავნილების სემდეგ კონკრეტულ ქმედებებზე გადავა და სანქციები გარდაუვალია.

ასეთი განცხადებების შემდეგ დასავლელი პარტნიორები კონკრეტულ ქმედებებზე გადადიან. ამ ქმედებების შესახებ იყო საუბარი, როცა ნახსენები იყო სანქციები. ეს იყო ბოლო ზომა და გაფრთხილება ,,ქართული ოცნების" - თქვა საბა ბუაძემ. 

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ,,ქართული ოცნება" პოლიტიკური შეთანხმების შეუსრულებაში ამხილა. საერთშორისო პარტნიორების შტურმი მმართველ გუნდზე არ წყდება. პირობის დარღვევით და სადავო მოსამართლეების დანიშვნით შეშფოთებულია ენტონი ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პირდაპირ ამბობს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმა საქართველოს წარმატებისთვის კრიტიკულად გადამწყვეტია. უმწვავესი გზავნილი არ უკვირთ ოპოზიციაში. ამბობენ, რომ ხელისუფლება ბეწვის ხიდზე გადის და სანქციებით მუქარა, რომელიც შტატებიდან სულ უფრო და უფრო ისმის, ვერ ასცდება.  

მსგავსი სიახლეები