"ძირის გამოთხრა და ჩრდილის მიყენება მეგობრობისთვის" - პაპუაშვილი ევროპელ მინისტრებს თავს ესხმის

16.05.24 13:23
"ძირის გამოთხრა და ჩრდილის მიყენება მეგობრობისთვის" - პაპუაშვილი ევროპელ მინისტრებს თავს ესხმის

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი წერილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი ახლა უკვე ბრიფინგიდან დაესხა თავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს. 

არასწორი საქციელი, ძირის გამოთხრა და გარკვეული ჩრდილის მიყენება მეგობრობისთვის - ასე შეაფასება პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და საქართველოს ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოცხადება.

როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მინისტრები გამოდიან კანდიდატი ქვეყნის, მეგობარი ქვეყნის, ხალხის მიერ არჩეული მთავრობის საწინააღმდეგო მიტინგზე, ეს არის დიდი შეურაცხყოფა ქართველი ხალხის და ეს არის ძირის გამოთხრა და გარკვეული ჩრდილის მიყენება იმ მეგობრობისთვის, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაჩვენებთ ჩვენს პარტნიორებს და განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებს, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირები. ამიტომ ეს ძალიან არასწორი და ქართველი ხალხის მიმართ ძალიან არასოწრი საქციელი, რაც ჩვენ გუშნ ვიხილეთ,. ეს არის სწორედ არაევროპული ქცევა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

ჩვენ არ მიგატოვებთ, ვართ თქვენს გვერდით - ამ გზავნილით მივიდნენ ევროპელი მინისტრები რუსთაველის გამზირზე. რუსული კანონის მოწინააღმდეგე ქართველებისთვის, ევროპულ კავშირს ერთიანი მესიჯი აქვს, არიან ხალხის გვერდით და გმობენ ხელისუფლების მოქმედებებს. ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრეებმა დაძაბული შეხვედრის ბოლო აკორდი პარლამენტის სასახლესთან დასვეს, როცა პირდაპირ თქვეს, რომ ამ ბრძოლაში ხალხია მართალი და არა ივანიშვილის 84 დეპუტატი.  ერთიმეორეს გვერდით, საქართველო-ევროკავშირის დროშებით ხელში, რუსთაველის გამზირზე ოთხმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ხალხს ახალი საბრძოლო მუხტი გადასცა.