"კიდევ შენ ხარო?" - რას ჰყვება ლაზარე დაკავებასა და სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაზე

16.05.24 17:09
"კიდევ შენ ხარო?" - რას ჰყვება ლაზარე დაკავებასა და სამართალდამცავების მხრიდან ძალადობაზე

ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. გრიგორიადისმა სამმართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

მეორედ ის პარლამენტის წინ დააკავეს. ლაზარე გრიგორიადისზე დაკავების დროს სამმართალდამცავებმა იძალადეს, ადვოკატის ინფორმაციით, მან გონებაც დაკარგა.

როგორც დიღმის მთავარი სამმართველოდან გამოსულმა ლაზარე გრიგორიადისმა სამართალდამცავბების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა:

მოულოდნელად დამაკავეს სრულიად, საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს. გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად.

ჩემი დაკავება მოხდა პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად. წინიდან ვიღაცების დაჭერა დაიწყეს, ვეხმარებოდი რომ არ დაეჭირათ და ამ დროს შემითრიეს.

(გიცნეს?) კი, კიდევ შენ ხარო?" - ამბობს გრიგორიადისი.

 

მსგავსი სიახლეები