"მიუღებელი და გაუგონარი" - დარჩიაშვილი პარტნიორი ქვეყნების საგარეო მინისტრების ანტირუსულ აქციაზე მისვლაზე
"მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
"ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი" - ამბობს დარჩიაშვილი და აღნიშნავს, რომ დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.
ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. დიპლომატებს ნამდვილად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როცა მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.