არ გაჩერდეთ - ლანა ღოღობერიძე რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს

16.05.24 18:08
არ გაჩერდეთ - ლანა ღოღობერიძე რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს

არ გაჩერდეთ - ასე ამხნევებს ლანა ღოღობერიძე რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს. ქართველმა კინო რეჟისორმა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის გაფიცულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და მოუწოდა, გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა საბჭოთა წარსულის არასდროს დაუახლოვდეს.

"პირველების" ინფორმაციით, ლანა ღოღობერიძის ვიზიტი რუსთაველის კინოსა და თეატრის ხელმძღვანელობას არ ესიამოვნა და გარკვეულ ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, თუმცა რეჟისორმა ახალგაზრდებთან შეხვედრა მაინც მოახერხა. 

"ახალგაზრდები ქმნიან ახალ, თანამედროვე, ევროპულ საქართველოს. ის იბადება ჩვენს თვალწინ და დღესაც, ამ ახალგაზრდების თვალებში, მათ გამომეტყველებაში ამას ვხედავდი. ვხედავდი მათ უნარს, იყვნენ მტკიცე, ძლიერი, და ამავე დროს აბსოლუტურად მშვიდობიანი. ეს არის საწინდარი იმისა, რომ მეც მოვესწრები ახალ საქართველოს. 

მსგავსი სიახლეები