"აქციაზე მიაწოდეს წყალი, დალევის შემდეგ ჰქონდა ჰალუცინაცია, სასწრაფოში უთხრეს, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო" - ვაკო ასათიანი
"ჰქონდა შფოთვა, ჰალუცინაცია და ა.შ. გამოიძახა სასწრაფო დახმარება და უთხრეს, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს.
ვაკო ასათიანის თქმით, აქციაზე მისმა მეგობარმა უცხო ადამიანის მიერ მიცემული წყალი დალია, რის შემდეგაც ცუდად გახდა - ჰქონდა მაღალი წნევა, შფოთვა და ჰალუცინაცია. ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო, სადაც უთხრეს, რომ ის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.
მეგობრებო, აქციაზე ჩემს მეგობარს მიაწოდეს წყალი, რომლის დალევის შემდეგ გახდა ცუდად, აუვარდა წნევა, ჰქონდა შფოთვა, ჰალუცინაცია და ა.შ. გამოიძახა სასწრაფო დახმარება და უთხრეს, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო.
ცოტა ხნის წინ მომივიდა ინფორმაცია, რომ აფთიაქებიდან დიდი რაოდენობის ფსიქოტროპული ნივთიერებებია გატანილი-ო.
ფრთხილად იყავით.
გაავრცელეთ," - წერს ვაკო ასათიანი.