ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს - სოლოვიოვი

16.05.24 18:35
ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს - სოლოვიოვი

საქართველოს მთავრობა აქციებში მონაწილე რუსების გაძევებას გეგმავს - ამის შესახებ რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე", გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ამის შესახებ მას საუბარი საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან ჰქონდა.

"მე დღეს ველაპარაკე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს; მან თქვა, რომ [საქართველოში დროებით მცხოვრებ რუსებს] ჩვენ გამოვუშვებთ ქვეყნიდან...ისინი აქტიურად გამოდიან NGO-ების მხარეს, ამიტომ გავაძევებთ" - თქვა პუტინის პროპაგანდისტმა.

გადაცემის თემა ანტიდასავლური იყო, სადაც წამყვანი და მოწვეული სხვა პროპაგანდისტები ამტკიცებდნენ, რომ „ევროპა პოლიტიკური მოტივით მკვლელობების ეპოქაში შედის“.

[პუბლიკა]

 

მსგავსი სიახლეები