დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები იქნება! "ხარებას" და სხვა ზონდერებს უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვების ცემა, ადამიანების ქუჩაში დევნა არ შერჩებათ - ხაბეიშვილი

16.05.24 19:22
დარწმუნებული ვარ, რომ სანქციები იქნება! "ხარებას" და სხვა ზონდერებს უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვების ცემა, ადამიანების ქუჩაში დევნა არ შერჩებათ - ხაბეიშვილი

„მე ჩემს კოლეგებს მოვუწოდებდი, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ცემის მტკიცებულებების ნაცვლად, გადასცენ ახალგაზრდების, სამოქალაქო აქტივისტების და რიგითი მოქალაქეების ცემის ფაქტები. იქნება თუ არა სანქციები? მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ხარებას და სხვა ზონდერებს უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვების ცემა, ადამიანების ქუჩაში დევნა არ შერჩებათ“- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, კონკრეტული პოლიციელების დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "ფიზიკური ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რა მორალური, ადამიანური და ისტორიული ტკივილიც ელოდება ზვიად ხარაზიშვილს და სხვა ზონდერებს"

„მე ჩემს კოლეგებს მოვუწოდებდი, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ცემის მტკიცებულებების ნაცვლად, გადასცენ ახალგაზრდების ცემის ფაქტები, მათ შორის სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტების, რიგითი მოქალაქეების ცემის ფაქტები, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია როდესაც მის მოქალაქეებს უსწორდებიან. 
რაც შემეხება მე, სიმართლე გითხრათ ნაკლებ საინტერესოა, მალე მოვშუშდი, ძალიან მალე შევხორცდი, მაგრამ უნდა ესმოდეს ხარებას და სხვა ზონდერებს, რომ ბავშვების ცემა, ადამიანების ქუჩაში დევნა არ შერჩებათ. იქნება თუ არა სანქციები? მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ძვლების მტვრევაზე, ცხვირის მტვრევაზე უფრო მეტი ტკივილი ელოდებათ მათ, საქართველოს ისტორიის წინაშე, მათ და მათ მოდგმას, იმიტომ რომ ძალიან შერცხვებათ დარწმუნებული ვარ თუ ახლა არ რცხვენიათ მათი ოჯახის წევრებს, რომ ხარაზიშვილი აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და ასე უსწორდება ადამიანებს, რასაც თქვენ ყოველდღიურად ტელეეთერების მეშვეობით ხედავთ, ამიტომ ფიზიკური ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რა მორალური, ადამიანური და ისტორიული ტკივილიც ელოდება ამ ხალხს.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

 

მსგავსი სიახლეები