რუსული მედია: რუსული გადახდის სისტემა Unistream-მა საქართველოში კვლავ დაიწყო ოპერირება
რუსული სწრაფი გადარიცხვის სისტემა Unistream საქართველოში მუშაობას აახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედიები ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ახლა რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეძლებენ გადარიცხვას და ეს Unistream-ის სისტემით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელის მოადგილემ, იულია კავერინამ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ფულადი გზავნილების გაგზავნის შესაძლებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ქართველებს ახლობლებისა და მეგობრებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა გაუადვილდებათ", - თქვა მან.
საგადახდო სისტემა "იუნისტრიმმა" საერთაშორისო გზავნილები, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, აშშ–ის სანქციების გამო 2023 წლის 21 ივლისიდან შეწყვიტა.