სანქციები ერთ-ერთი ბერკეტია, ძალიან იმედგაცრუებული ვართ - აშშ-ის ელჩი მოსამართლეებზე

16.07.21 14:12
სანქციები ერთ-ერთი ბერკეტია, ძალიან იმედგაცრუებული ვართ - აშშ-ის ელჩი მოსამართლეებზე

აშშ ძალიან იმედგაცრუებული საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით უზენაეს მოსამართლეთა დამტკიცებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, აკეთებს. 

დეგნანი სანქციებზე მიანიშნებს და ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი ბერკეტია. 

სანქციები ერთ-ერთია იმ მრავალი ინსტრუმენტიდან, რომელიც არსებობს. ვფიქრობ საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებიდან ჩანს, რომ ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ ამ პროცესით, მას შემდეგ, რაც ბევრი შეხვედრის შემდეგ, მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ვითხოვდით. ეს ის იყო, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით, შეთანხმდნენ, რომ დანიშვნები შეჩერებული იქნებოდა მანამ, სანამ მრავალპარტიული ინკლუზიური სასამართლო რეფორმა არ გატარდებოდა, რაც ჯერ არ მომხდარა. ამიტომაც ვართ მოსამართლეთა დანიშვნით იმედგაცრუებულები"- განაცხადა დეგნანმა. 

მისი თქმით, პარლამენტს შეეძლო, პროცესი შეეჩერებინა, მაგრამ ამაზე უარი თქვეს.

განცხადებები, რომლებიც გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა, არ არის ნაჩქარევად გაკეთებული. 

ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შემაშფოთებელი მესიჯები, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ და არ უნდა უგულებელვყოთ და აღვიქვათ, თითქოს ის ნაჩქარევად გაკეთდა"- განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.