ქვეყანა ეკონომიკურ შოკშია - ლარი საათობრივად უფასურდება, ლონდონის ბირჟაზე ეცემა ქართული კომპანიების აქციები

16.05.24 20:00
ქვეყანა ეკონომიკურ შოკშია - ლარი საათობრივად უფასურდება, ლონდონის ბირჟაზე ეცემა ქართული კომპანიების აქციები

 

ქვეყანა ეკონომიკურ შოკშია, ლარი საათობრივად უფასურდება. ეროვნული ბანკის რადიკალური ჩარევა უშედეგო აღმოჩნდა. მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა 60 მილიონის რეზერვები გაყიდა, თუმცა ლარი ვარდნას განაგრძობს და  ეს ყველაფერი არ არის.  ლონდონის ბირჟაზე ეცემა ქართული კომპანიების აქციები, საქართველოში კი ბიზნესი ყოველდღიურად მილიონებს კარგავს. "ქართული ოცნების" რუსულმა პოლიტიკამ  ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა.  

ბიზნეს სექტორს განგაში აქვს გამოცხადებული. თუ ასე გაგრძელდა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ზაფხული სეზონის წინ უქმდება სასტუმროების ჯავშნები, რაც ავტომატურად ნაკლებ ტურისტს და ნაკლებ შემოსავალს გულისხმობს. რუსული კანონით გამოწვეული ზარალი უმძიმესი იქნება.  გაჩერდება უცხოური ინვესტიციები და მოსალოდნელია ისედაც კატასტროფულად გაძვირებულ პროდუქტზე   ფასების მკვეთრი მატება.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები